შს მინისტრი

შს მინისტრის მოადგილედ პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსი დაინიშნა

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, შს მინისტრის მოადგილედ ვახტანგ გომელაური დაინიშნა, რომელიც პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსია. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

პრემიერის ბრძანებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

შეგახსენებთ, შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი გასული წლის ბოლოს გათავისუფლდა, როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი ამ თანამდებობიდან, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინეს.

კომენტარები