შსს

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს

შს მინისტრის ბრძანებულებით შექმნილმა კომისიამ, სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. შსს-ს ცნობით, განადგურდა 5 კილოგრამამდე ოპიუმი, 3 კილოგრამამდე ჰეროინი, 2500 აბი სუბუტექსი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სამართალდამცველები 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

კომენტარები