თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ეწვია

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ეწვია. აღნიშნული ვიზიტი საქართველო-ესტონეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ნაწილია.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, ესტონეთის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსმა, ბრიგადის გენერალი პეტერ ჰოპმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან შეხვედრები გამართა.

ესტონეთის თავდაცვის უწყების დელეგაცია ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზასაც ესტუმრა. მოგვიანებით, ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლევან გამყრელიძესთანაც გამართა შეხვედრა. 

ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები