კრწანისის რაიონი

უგულავა: ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის მოსახლეობის უფლებებს დაიცავს

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე, კრწანისის ახალი გამგებლის შესახებ ისაუბრა. როგორც უგულავამ განაცხადა, ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის მოსახლეობის უფლებებს დაიცავს.

მისივე თქმით, ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ''ტოტალური ზეწოლის გამო წამოვიდა''.

"მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ერთგვარი კარგი წინაპირობაა, კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს საკუთარი ძალები", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

როგორც თავად კრწანისის რაიონის ახალი გამგებელი აცხადებს, ის კრწანისელების პრობლემების გადაჭრაში აქტიურად ჩაბმას აპირებს. 

შეგახსენებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყებ­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად და­ი­ნიშ­ნა. ბერძენიშვილი რაიონის გამგებლად, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგინეს.

კომენტარები