რუსული ბაზარი

ონიშენკომ ბორჯომს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ნებართვა არ მისცა

ინტერფაქსის ინფორმაციით, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ბორჯომის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ნებართვა არ გასცა. 

"ბორჯომთან დაკავშირებით რაღაც კითხვები გაჩნდა. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ განმეორებითი სინჯები ჩატარდეს", - განაცხადა რუსულ პრესასთან საუბრისას "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა. 

რუსეთის სანიტარული სამსახურის ინსპექტორთა ჯგუფი საქართველოს დღეს მეორე ვიზიტით ეწვევა. ისინი აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მდებარე რამდენიმე კომპანიას შეამოწმებენ. 

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 40-მდე სახეობის ღვინოს რუსეთის ბაზარზე შესვლის ნება მისცა.

კომენტარები