კენია

კენიის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებულად უჰურუ კენიატა ცნო

კენიის უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 4 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უჰურუ კენიატა ცნო. უჰურუ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ჯომო კენიატას შვილია. მარტის დასაწყისში ჩატარებული საპრეზიდენტოარჩევნები მან ხმათა 50.07%–ით მოიგო.

 კენიის მოქმედი პრემიერმინისტრი რაილა ოდინგა დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს. საპრეზიდენტოარჩევნებში ოდინგა კენიატას მთავარი კონკურენტი იყო. მას ამომრჩეველთა 43.31% მიემხრო. დამარცხებისა მიუხედავად,ოდინგამ არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა, აცხადებდა რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მთელი რიგიტექნიკური დარღვევების ფონზე წარიმართა.

 "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუხედავად ყველა იმანომალიისა, რაც არჩევნებზე გამოვლინდა, ჩვენი რწმენა კონსტიტუციონალიზმის რჩება უზენაესი. სასამართლოსგადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა უფრო დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობას გამოიწვევს. კენიის მომავალინათელია. არ უნდა დავუშვათ, რომ არჩევნებმა ჩვენ გაგვყოს. ერი უნდა გაერთიანდეს" - განაცხადა ოდინგამ.

 

 

 

კომენტარები