მაიამი მასტერსი

ჯოკოვიჩი სონის ღია პირველობას გამოეთიშა

სონის ღია პირველობის მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

გერმანელმა ტომი ჰაასმა სერბი ანგარიშით 6:2, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ფრანგ ჟილ სიმონს შეხვდება, რომელმაც ასევე სერბი იანკო ტიპსარევიჩი გამოთიშა ასპარეზობას.

ხორვატმა მარინ ჩილიჩმა, მეექვსე ნომრად განთესილ ჯო-უილფრიდ ცონგას სძლია.

დაპირისპირება საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და ჩილიჩის გამარჯვებით, ანგარიშით 7:5, 7:6 (7:4) დასრულდა.

შემდეგ ეტაპზე ხორვატი, მეორე ნომრად განთესილ ბრიტანელ ენდი მარეის შეხვდება.

კომენტარები