დათა ახალაია

დათა ახალაიას სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

დათა ახალაიას წინასასამართლო სხდომა, რომელიც 28 მარტისთვის იყო ჩანიშნული, კიდევ ერთხელ გადაიდო. სხდომა 10 მაისისთვის ჩაინიშნა.

როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს, ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, პროცესის კიდევ ერთხელ გადადება ნიშნავს, რომ ''გამოძიება ჩიხშია შესული და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ხორციელდება''.

მისივე განმარტებით, ახალაია საქართველოში დაბრუნდება, ''თუ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა შეწყდება''.

შეგახსენებთ, დათა ახალაია, კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული. დათა ახალაიას პოლიციის ცემასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თავად ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. 

კომენტარები