სოციალურად დაუცველები

თბილისის მერიაში, სოციალურად დაუცველებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ

დღეს, თბილისის მერიასთან გამართული აქციის სამი მონაწილისა და მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი სანიკიძის შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერიაში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ მერიაში მიიღეს დაპირება, რომ ხვალ გამოიყოფა სპეციალური ჯგუფი კონკრეტული სამუშაოების განსახორციელებლად და 27-ვე ობიექტი დასუფთავდება.

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველებმა მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა, ასევე წყალთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის შენობის წინ სოციალურად დაუცველთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტებ­ში შე­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი აც­ხა­დე­ბდნენ, რომ არ აქვთ ნორ­მა­ლუ­რი სა­ყო­ფაც­ხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი და ან­ტი­სა­ნი­ა­ტა­რი­ა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა.

კომენტარები