აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილის საპასუხო წერილი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს ღია წერილით მიმართა. მან მეცნიერებს მადლობა გადაუხადა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევის საკითხზე გამოჩენილი ინტერესის გამო და სამინისტროს პოზიცია გააცნო.

"ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, აგრარულ უნივერსიტეტში აღმოაჩინა დარღვევები, რომელთა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი იყო. შესაბამისად, მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვარ ვემორჩილებოდე საქართველოს კანონს და ვმოქმედებდე მხოლოდ მის ფარგლებში. აგრეთვე, ბატონი კახა ბენდუქიძე, როგორც საქართველოს მოქალაქე და აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვალდებულია ემორჩილებოდეს საქართველოს კანონს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აღსანიშნავია, ბატონმა კახა ბენდუქიძემ აღიარა ხარვეზების არსებობა და მოიყვანა უნივერსიტეტის დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში და წარადგინა განაცხადი ხელახალი ავტორიზაციისთვის", - ვკითხულობთ განცხდებაში.

 მარგველაშვილის განცხადებით, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, აგრეთვე, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის უფრო პოლიტიზირება ”ბატონი ბენდუქიძისა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების მხრიდან, რისი მცდელობაც თავიდანვე იყო”, მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი. აგრარული უნივერსიტეტის საკითხის განხილვა 26 მარტს იგეგმება.

საზ­ღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა მეც­ნი­ე­რე­ბმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის თხოვნით მიმართეს, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ უნი­ვერ­სი­ტეტს 12 მარტს გა­უ­უქ­მა. 

"სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრებს გა­რეთ მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამთ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნა­თა გა­მო და მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ხე­დოთ 2013 წლის 12 მარტს მი­ღე­ბულ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას. გთხოვთ, გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, და მათ შო­რის აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო და აკა­დე­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში იმედს ვი­ტო­ვებთ რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო შეძ­ლებს დრო­ზე გან­მუხ­ტოს და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ყო­ველ­გვა­რი შე­საძ­ლო შემ­დგო­მი კონ­ფრონ­ტა­ცია პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებ­თან, რაც მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხზე", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც ხელს 43 მეც­ნი­ე­რი აწერს. 

 

 

 

კომენტარები