მოჭიდავეები

მარსაგიშვილი ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია

ზედიზედ მეორედ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია. თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ის ფინალში, მარსაგიშვილმა სომხეთის ნაკრების წევრ მუსა მურთაზალიევს ორ პერიოდში (2:0 2:0) მოუგო.

მარსაგიშვილმა ფინალამდე ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს, რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტსა და რუსეთის ნაკრების წევრს, ანზორ ურიშევს მოუგო.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 44 ქულით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ 53-ქულიან რუსეთს ჩამორჩა.

 

კომენტარები