მეჩეთი ბათუმში

ივანიშვილი მეჩეთის მშენებლობისთვის საკუთარ სახსრებს გაიღებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ ბათუმში მეჩეთი სახელმწიფოს ფულით არ აშენდება. მეჩეთის მშენებლობაში პრემიერი ივანიშვილი საკუთარ სახსრებს გაიღებს.

"ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მეჩეთის მშენებლობა მოხდება ქართული ფულით, ანუ მრევლი მოახდენს ამ თანხის მობილიზებას. ამასთანავე, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას. სახელმწიფო მეჩეთის მშენებლობას არ დააფინანსებს. მრევლის ნაწილი ღია ცის ქვეშ ლოცულობს, რაც არ შეიძლება, რადგან ლოცვა შენობაში უნდა შესრულდეს და ხელი არ უნდა ეშლებოდეთ ღვთისმსახურებაში. საუბარია იმაზე, რომ გაფართოვდეს მეჩეთი, რაზეც საზოგადოების ნაწილში პოზიტიური განწყობა შეიმჩნევა. არის სხვა კატეგორიაც, რომელიც ამბობს, რომ ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე, ადგილი შერჩეული არ გვაქვს და ვაპირებთ კონსულტაციები გავმართოთ ამ საკითხზე", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ხაბაძის თქმით, მეჩეთის მშენებლობის ადგილის განსასაზღვრად კონსულტაციები გაიმართება მორწმუნე მრევლთან, სამუფთოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ცოტა ხნის წინ პრემიერმა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მეჩეთის აშენებაში პირადად მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, თურქეთში ვიზიტის პერიოდში ის პრემიერ ერდოღანთან დამეგობრდა, მათ "ტელეფონებიც კი გაცვალეს". მისი თქმით, პრემიერი ერდოღანი მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხს გაგებით მოეკიდა, რისთვისაც ის მადლიერია:

"არასდროს დამდგარა მეჩეთის აშენება პოლიტიკის დონეზე. იყო საჭიროება, ხალხი აშენებდა და ლოცულობდა. სააკაშვილი ნერგავდა, რომ ქართველები ვართ ველურები, ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვცემთ პატივს. ქართველი მუსლიმები ისეთივე ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ააშენონ მეჩეთი. ესენი ჩვენი ქართველები არიან და მე ისეთი მუსლიმები ვნახე ზედა აჭარაში, რომ ყველა ქართველს ქართველობაზე დაუდებენ თუ გნებავთ. ჩვენ იგივე ხალხი ვართ და არ შეიძლება ამ საკითხს ასე შეხედოთ. მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ავაშენო მეჩეთი. დიდი სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო, აშენდეს და მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის­თვის მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი და პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცეს­პი­კე­რი, მურ­მან დუმ­ბა­ძე გახ­ლდათ. ის იყო ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც. მა­შინ მურ­მან დუმ­ბა­ძე აც­ხა­დებ­და:

"სხვა ქვეყ­ნის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა ვერ აშენ­დე­ბა; მით უმე­ტეს, ის­ტო­რი­ის იმ მო­ნაკ­ვეთს არ და­ვუდ­გამთ ძეგლს, რო­ცა ბა­თუმ­ში დამ­პყრო­ბი სულ­თა­ნის, აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის მე­ჩე­თი აშენ­და. რუ­სეთ­მა რომ გვით­ხრას, ლე­ნი­ნის ძეგ­ლი აღად­გი­ნე­თო, აღ­ვად­გი­ნოთ? ტე­ლე­ფო­ნის ზა­რე­ბი არ წყდე­ბა ჩემ­თან - მთე­ლი ქა­ლა­ქის ინ­ტე­ლი­გენ­ცია (გან­სა­კუთ­რე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან) გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მთხო­ვენ. გარ­წმუ­ნებთ, მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვილს ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ! აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის ოკუ­პა­ცი­ის მე­ჩეთ-მუ­ზე­უ­მის ხე­ლა­ხა­ლი აშე­ნე­ბით თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ოს­მა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის ამ­ბი­ცი­ებს გა­ვუღ­ვი­ვებთ. ამის დაშ­ვე­ბა კი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვის დაწ­ყე­ბას ნიშ­ნავს".

მურ­მან დუმ­ბა­ძე "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში" თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან ერ­თად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც სდებ­და ბრალს:

"ამ კაცს არ სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; მი­სი მი­ზა­ნი პან­ღუ­რით გაგ­დე­ბაა - მას გაგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით სურს ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა, მაგ­რამ ამას ვერ ეღირ­სე­ბა - რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის "აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი­ა­ნად" უნ­და დას­რულ­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან", - აც­ხა­დებ­და მურ­მან დუმ­ბა­ძე.

კომენტარები