აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციაზე 26 მარტს იმსჯელებენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე 26 მარტს იმსჯელებს.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ცნობით, აგრარულმა უნივერსიტეტმა საავტორიზაციო განაცხადი 19 მარტს წარადგინა. 

აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი და ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობა შემოწმდება. 
ამის შემდეგ ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც ცენტრი გადასცემს საბჭოს წევრებსა და აგრარულ უნივერსიტეტს. ამის შემდეგ ცენტრი მოიწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, რომელიც საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე, იმსჯელებს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე.

პარალელურად, განათლების სამინისტროსთან, სტუდენტებმა აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში სამინიტროს წინ ლექცია ჩატარდა, რომლის დროსაც სტუდენტები სპეციალურად მიტანილ მერხებთან ისხდნენ. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები