შს მინისტრი

ღარიბაშვილი: გაზვიადებულია წარმოდგენა 19 აპრილის ე.წ. აქციის თაობაზე

"ძალიან გაზვიადებულია ზოგადად წარმოდგენა 19 აპრილის ე.წ. აქციის თაობაზე. მე უბრალოდ არ მესმის, რისი მოლოდინი აქვთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა თუ ვინ ატარებს აქციას, ჩვენ დავიცავთ წესრიგს, ისეთს, როგორც არის მისაღები. თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს იქნება თავშივე აღკვეთილი და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას გავუსწორდებით და გავუმკლავდებით შესაბამისად", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე.

კომენტარები