ელჩების დანიშვნა

პრეზიდენტმა ცხრა ელჩი დაამტკიცა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხრა ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში - არჩილ გეგეშიძე
  • ელჩი ბელგიის სამეფოში და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ნატო საბანაძე
  • ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ეკაერინე სირაძე-დელონე
  • ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენელი - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
  • ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) მუდმივი წარმომადგენელი - კარლო სიხარულიძე
  • ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში - თეიმურაზ ჯანჯალია
  • ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე
  • ელჩი უკრაინაში - მიხეილ უკლება
  • ელჩი უნგრეთში - ზაზა კანდელაკი

 

კომენტარები