აგრარული უნივერსიტეტი

სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

დღეს, 15 მარტს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნებას ითხოვდნენ. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამინისტროს უნივერსიტეტის შიდა განაწესი და ადმინისტრაციის წერილი გადასცეს. სტუდენტების თქმით, მინისტრის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ავტორიზაციის ჩამორთმევის გასამართლებლად იყო ის, რომ თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტები გარიცხეს. მათ მიერ სამინისტროში მიტანილი დოკუმენტები კი ადასტურებს, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან არცერთი სტუდენტი არ ირიცხება თანხის გადაუხდელობის გამო. აქციის მიმდინარეობისას აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ სამინისტროში ავტორიზაციის აღდგენაზე განცხადებაც  შეიტანა.

კომენტარები