ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარი ივანიშვილზე - მას ქვეყანა ევროპისკენ არ მიჰყავს

ევროპარლამენტის წევრი, პოლონელი დეპუტატი პაველ ზალევსკი საქართველოს პრემიერმინისტრის წერილს ევროპარლამენტარების მისამართით twitter-ზე გამოეხმაურა.

ზალევსკი აღნიშნავს, რომ თბილსში ყოფნისას ივანიშვილს ესაუბრა და ის, რაც საქართველოს პრემიერმა ილაპარაკა, "წესით, მისი გადადგომისთვის საკმირისი  შეიძლებოდა გამხდარიყო".

"ხალხი მას მხარს უჭერს, რადგან ჰგონია, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს. მისი წერილი კი აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის", - წერს ევროპარლამენტარი.

იგი აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან საუბრის შედეგად "ვერ დაინახა, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს". ზალევსკის აზრით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა შემაშფოთებელია, რადგან ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ "ევროკავშირთან დაახლოება კანონის უზენაესობას უშლის ხელს".

 

კომენტარები