აგრარული უნივერსიტეტი

სახალხო დამცველი ავტორიზაციის გაუქმების საკითხს შეისწავლის

 საქართველოს სახალხო დამცველი  აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა. საკითხი აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და არ უნდა დაირღვეს ათასობით სტუდენტის განათლების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები