პოლიტიკური ამნისტია

თეა წულუკიანი პარლამენტს პოლიტიკურ ამნისტიაზე მხოლოდ დეკლარაციის მიღებას ურჩევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს ურჩევს, პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონის ნაცვლად დეკლარაცია მიიღოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონის მიღება პრობლემატურად ეჩვენება.

"პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით შიდა საუბრები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე საუბარი ნაადრევია. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ პარლამენტმა კანონის მაგივრად დეკლარაცია მიიღოს პოლიტიკური ამინისტიის შესახებ, რაც შემდეგ უკვე პროკურატურის დონეზე დაკონკრეტდება იმის მიხედვით, თუ რა მიმდინარე საქმეებია იქ შესული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები