პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: დღის წესრიგში დგას რაღაც სხვა სახის ამნისტია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო ვერ განიხილავს იმ 20,000-ზე მეტ საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებაშია შესული. თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად რაღაც სხვა სახის ამნისტიის გამოშვება იქნება საჭირო. ამის შესახებ უსუფაშვილმა გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა. 

უსუფაშვილის თქმით, ამნისტიის კარგად დასაბუთება მნიშვნელოვანია, რათა ვინმეს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩება.

"ჩვენი მსჯელობის საგანია, როგორ მოვახერხოთ, რომ დაზარალებული პირების უფლებები იქნას დაცული. მოსახლეობას ჰქონდეს სრული განცდა, რომ სიმართლე გაირკვა და დაუსჯელი არავინ დარჩა. თუმცა სასჯელის ფორმებსა და ზომებთან დაკავშირებით საჭიროა მივიღოთ რჩევები მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები