რეიგანი და საბჭოთა კავშირი

რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია 30 წლის წინ უწოდა

დღეს აშშ-ის ექსპრეზიდენტის რონალდ რეიგანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლის 30 წლის იუბილეა. 1983 წლის 8 მარტს რეიგანმა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეკრებილ ევანგელისტების ეროვნულ ასამბლეას სიტყვით მიმართა. პირველად ამ გამოსვლისას უწოდა რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია.

რეიგანის ამ გამოსვლამდე ამერიკის ყველა პრეზიდენტი ერიდებოდა პირდაპირ დაერქმია საბჭოთა კავშირისთვის ის სახელი, რასაც ის იმსახურებდა. თავად რეიგანის სიტყვებშიც ეს ფრაზა დიდი პერიპეტიების შემდეგ მოხვდა. საბჭოთა კავშირის შესახებ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას რეიგანი ადრეც გეგმავდა, მაგრამ ისტებლიშმენტის კატეგორიული წინააღმდეგობის შედეგად იძულებული გახდა რომ ტონი შეერბილებინა. იგივე განმეორდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ საბოლოოდ რეიგანმა მაინც თავისი გაიტანა და დღეს უკვე ისტორიაში შესული ფრაზა მაინც წარმოთქვა.

”სანამ ისინი ქადაგებენ სახელმწიფოს უზენაესობას, ძალადობას ადამიანზე და წინასწარმეტყველებენ თავიანთ მმართველობას კაცობრიობაზე, ისინი წარმოადგენენენ ბოროტების ფოკუსს თანამედროვე მსოფლიოში ”,- განაცხადა რეიგანმა.

რეიგანმა მისი პრაგმატული არგუმენტები კაცობრიობის შესახებ თეოლოგიურ ხედვებს მიაბა და მოახერხა დაერწმუნებინა ევანგელისტების ეროვნული ასამბლეა არ მიეღო ბირთვული იარაღის აკრძალვის მომხრე რეზოლუცია.

ამ გამოსვლას საპრეზიდენტო მიმართვებს შორის ყველაზე ხმაურიანი გამოხმაურება მოჰყვა. რეაქცია ერთფეროვნად ნეგატიური იყო. თუ ელიტურ მედიას გადახედავდით, იფიქრებდით რომ თეთრ სახლში აბსოლუტური იდიოტი იჯდა. რეიგანს ყველაფერი უწოდეს - საშიშიც, მძვინვარეც, შეშლილიც. აიათოლა ჰომეინისაც შეადარეს და თქვეს, რომ მას ”წმინდა ომის” მენტალობა ჰქონდა.

რეიგანს გულწრფელად სწამდა, რომ იმ სიტუაციაში საბჭოთა კავშირისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. თავისუფალი სამყაროს მხრიდან ყოველგვარი ევფემიზმი ტოტალიტარიზმის წინაშე დათმობა იქნებოდა.

ამ ტერმინის გამოყენებითა და მისი დამკვიდრებით, რეიგანმა საბჭოთა კავშირის დანგრევას საძირკველი მოუმზადა. 

კომენტარები