იუსტიციის მინისტრი

საფრანგეთის ელჩი: კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი

საფრანგეთის ელჩმა, რენე სალენსმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია მე-9 არხთან, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ''კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი''.

"ENA არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერმინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი", - განაცხადა რენე სალენსმა. 

დღესვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შემ, ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა, სააგენტო ინტერპრესნიუსს გა­ნუც­ხა­და, რომ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლის (ENA) დიპ­ლო­მი­რე­ბულ პირს აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწ­ყე­ბელ­ზე გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და არა სა­მარ­თლის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, თსუ-ს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, და­ლი კან­დე­ლაკ­მა და­უ­დას­ტუ­რა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა 1997 წელს წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა თსუ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, თუმ­ცა, რო­გორც და­ლი კან­დე­ლა­კი აც­ხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ორი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს ამ­ზა­დებს. 

კომენტარები