საგარეო კურსი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტსა და პრემიერს ერთობლივი განცხადების გაკეთებას ურჩევს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გაკეთებას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

აღნიშნული ინიციატივით ლინას ლინკევიჩუსი, დღეს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის სწრაფვაზე NATO-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

პრემიერის განმარტებით, ის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევას გაითვალისწინებს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას. ვილნიუსი არის იმ სამიტის მასპინძელი ქვეყანა, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი და ლიტვას ეკისრება დამატებითი ვალდებულება, ჩვენ მივიღოთ მაქსიმუმი, რისი სურვილიც გვაქვს. მივიღეთ რჩევაც. ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე, ჩემი მხრივ, უკვე დავთანხმდი, რომ გაკეთდეს ჩვენი ერთობლივი განცხადება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები