ჭოკით ხტომა

ამერიკელმა ჯენიფერ სურმა ელენა ისინბაევას მსოფლიოს რეკორდი დაამხო

ამერიკელმა ჯენიფერ სურმა ქალთა შორის ჭოკით ხტომაში რეკორდი დაამხო, რომელიც რუს ელენა ისინბაევას ეკუთვნოდა. აშშ-ს ზამტრის ჩემპიონატზე, რომელიც ალბუკერკეში გაიმართა, სურმა 502 სმ სიმაღლე დაძლია, რითიც წინა მიღწევა 1 სმ-ით გააუმჯობესა.

რეკორდული სიმაღლის აღება 31 წლის ამერიკელმა პირველი ცდიდან მოახერხა. ამის შემდეგ, მან ჰაერში მეორე რეკორდის დამყარებაც სცადა - 507 სმ, რომელიც ასევე ისინბაევას ეკუთვნის და 506 სმ-ს უდრის, თუმცა წარუმატებლად.

შეგახსენებთ, რომ ისინბაევამ წინა რეკორდი 2003 წელს დაამყარა და მას მერე შედეგის გაუმჯობესებას ვერავინ ახერხებდა.

- დღეს განსაკუთრებული დღეა. ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ჯანმრთელად უნდა ვყოფილიყავი და არ მენერვიულა. ძალიან მიხარია, რომ 5 მეტრს ავცდი, რადგან ეს ძალიან აუცილებელი იყო ფსიქოლოგიური კუთხით. ვფიქრობ, ამერიკელები კვლავ მოახერხებენ დომინირებას ქალებს შორის ჭოკით ხტომაში - განაცხადა ჯენიფერ სურსმა.

კომენტარები