კრედიტები

ეროვნული ბანკი - კრედიტები მცირდება

კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების რაოდენობა შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ კრედიტების მთლიანმა მოცულობამ 2013 წლის იანვარში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 45.5 მილიონი ლარით ანუ 0.5%-ით დაიკლო. აქედან, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები - 1.1%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები - 0.3%-ით შემცირდა.

სესხების კლება ძირითადად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ხარჯზე მოხდა. 2013 წლის იანვრის ბოლოს თუ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1%-ით გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის 5.5%-ით შემცირდა. ამასთან, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების 77.3% მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2013 წლის თებერვლის მდგომარეობით, გაზრდილია მხოლოდ ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების რაოდენობა - 0.04%-ით. მრეწველობასა და ვაჭრობაზე გაცემული სესხების წილი, შესაბამისად, 1.1%-ით და 3.5%-ით არის შემცირებული.

კომენტარები