კრედიტები

ივანიშვილი: მოსახლეობის კრედიტების პრობლემის მოგვარებაზე უკვე ვმუშაობთ

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მცხეთობა და სვეტიცხოვლობა მიულოცა. მასთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ასევე მინისტრობის კანდიდატები: ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე. 
ივანიშვილი სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ მრევლს გაესაუბრა, სადაც მას ისიც ჰკითხეს, როგორ მოაგვარებს კრედიტების პრობლემას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ საკითხზე კოალიცია ქართული ოცნების გუნდი უკვე მუშაობს.
მცხეთაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა. იქ იმყოფებოდნენ პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა.

კომენტარები