ბიზნესაქტივობა

რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) იანვრის თვის მონაცემების მიხედვით, 3 347 ბიზნესსუბიექტია დარეგისტრირებული. აქედან 96% სამეწარმეო პირებზე მოდის. საჯარო რეესტრის მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლის იანვართან შედარებით, ახლადდარეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობა 20.8%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის დეკემბერთან შედარებით კი, დარეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობამ 2.2%-ით დაიკლო.

კომენტარები