ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან, პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ასევე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექსთან. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

კომენტარები