საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ის ''არც მონანიებას არ აპირებს და არც ბოდიშის მოხდას მკვლელების წინაშე''.
"უნდა ვაღიარო, რომ რატიანს ხელი არ დაურტყია, ხელი მოიქნია, მაგრამ არ მომხვედრია. თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთამენთთან და რომ მოენდომებინა, ამას მოახერხებდა. პირველი მე ვკარი ხელი და მისი წაქცევაც არ ამცირებს მას, რადგან ფეხი დაუცდა აშკარად. პირველად მე შევაგინე, არაფერს ვნანობ, არც ბოდიშის მოხდას ვაპირებ, მაგრამ მზად ვარ პასუხი ვაგო, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯერ სამართალდამცავები არ დაკავშირებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, თავად გამოცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში.
შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში, პარლამენტის დეპუტატები - უმრავლესობის წარმომადგენელი კობა დავითაშვილი და უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით, დეპუტატმა სერგო რატიანმა ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა.