ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას გეგმავს

საქართველოში დაბრუნებული, პოლიტდევნილის სტატუსის მქონე, სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

მისი თქმით, ის აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებთან. 

"იმ პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში დაიწყო, სჭირდება აქტიური მუშაობა, როგორც საკანონმდებლო, ისე სამოქალაქო სექტორში. ვითანამშრომლებ იმ პარტიებთან, რომელთა გზა მიმართულია საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ", - განაცხადა გიორგობიანმა. 

ბიძინა გიორგობიანი მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილსა და გივი თარგამაძეს ასახელებს.

შეგახსნებთ, სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გერმანიიდან 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

 

კომენტარები