სამეგრელო-ზემო სვანეთი

თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, თენგიზ გუნავას ცნობით, ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ გუნავა აუდიოჩანაწერში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"წუხელ ღამით, ზუგდიდში, ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი დათო ქვარაია. მას ჭრილობა მიყენებული აქვს მუცლის არეში. როგორც გვითხრეს, მდგომარება მძიმე იყო, თუმცა ახლა ნორმალური სიტუაციაა. დანაშაულის ჩამდენი დაკავებული არაა'', - აცხადებს თენგიზ გუნავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი აღნიშნულს შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს. 

''ეს ხდება იმ ფონზე, როცა მელორ ვაჩნაძე ხელს არტყამს პოლიციელს და შემდეგ 100-ლარიანი ჯარიმით თავისუფლდება. ამ კრიმინალებს პოლიცია ვერ ცემს ხმას. ეს შემაშფოთებელი ფაქტია", - აღნიშნავს გუნავა.  

კომენტარები