საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის რაიონში მოსახლეობას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურჯაანის რაიონში, სოფელ ნანიანში მოსახლეობას ხვდება.

მიმდებარე ტერიტორიის დაცვა გაძლიერებულია და ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილობრივი მცხოვრებლების ერთმა ნაწილმა შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, რის გამოც მათ უკმაყოფილება გამოხატეს და ამ დრომდე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას პრეზიდენტის პრესსამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები