საქალაქო სასამართლო

გელა მამალაძეს დეპუტატების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 2-ათასლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულ გელა მამალაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 

გელა მამალაძეს პარლამენტარების, ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანისა და მოქალაქე გიგა ნასარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ბრალი 239-ე მუხლის I ნაწილით წაეყენა და გირაოს გადახდის ვადად 20 დღე მიეცა.

გირაოს გადახდამდე მამალაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

შეგახსენებთ, 8 თებერვალს, გელა მამალაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს, სერგო რატიანსა და მოქალაქე გიგა ნასარიძეს. 

კომენტარები