შეწყალების კომისია

შეწყალების კომისიამ 89 პატიმრის გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა

შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რის მიხედვითაც 89 პატიმარი სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო 13-ს სასჯელი გაუნახევრდეს - ამის შესახებ შეწყალების კომისიის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

ნანუაშვილის თქმით, შეწყალებულებს შორის არ არიან ქალები და არასრულწლოვნები. შეწყალება იმ პატიმრებს შეეხო, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და სასჯელის ნახევარი მოიხადეს.

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტს გადაეგზავნება.

 

კომენტარები