შსს

ღარიბაშვილი: ეჭვი არსებობს, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა პროვოკაცია მოგვიწყვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ინციდენტზე ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით პოლიციის პირადი შემადგენლობის მობილიზება წინასწარ მოხდა.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ უზრუნველგვეყო პრეზიდენტის, ასევე სტუმრების უსაფრთხოება“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და სტუმრებისთვის პოლიციას ორი ალტერნატიული დერეფანი ჰქონდა გამოყოფილი.

„სამწუხაროდ, მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ნაწილმა ალტერნატიული გზით არ ისარგებლეს და ისინი პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონტრანტებთან. შესაბამისად, ამან გამოიწვია გარკვეული შეხლა-შემოხლა“, - განმარტა ღარიბაშვილმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მან „პოლიტკურ ოპონენტებს“ დააკისრა.

„საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ შეგნებულად გააკეთეს პროვოკაცია. ისინი შეგნებულად, მიზანმიმიმართულად გაემართნენ ხალხის მასისკენ, ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, მას „ესმის დემონსტრანტთა გაღიზიანება“, თუმცა, პოლიციაკანონდარღვევას არ დაუშვებს. ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

„მე მესმის დემონსტრატების, მაგრამ მათი ეს ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

კომენტარები