პრეზიდენტის წლიური მიმართვა

საიას თავმჯდომარე: შსს-ს მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, შსს-ს მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა.

"შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პოლიციელების მხრიდან მეტი მობილიზება იყოს საჭირო. სამართალდამცავი უწყების მოვალეობაა, რომ სამართალდარღვევის პრევენცია მოახდინოს და შესაბამისი ღონისძიებები წინასწარ გაატაროს, საქართველოში ამის ვალდებულება აქვს შსს-ს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.  

მისივე თქმით, არსებობს ზღვარი თავისუფალი აზრის გამოხატვასა და სამართალდარღვევას შორის. 

"პოლიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ აქ მოსულ სტუმრებს შენობაში შესვლის პრობლემა არ შექმნოდათ. ერთია, როცა რაღაცას აპროტესტებ, თუმცა ზღვარი უნდა არსებობდეს - სად მთავრდება თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და იწყება სამართალდარღვევა", - აღნიშნა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან თბი­ლი­სის მე­რი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის ცე­მის გა­მო, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კის ნაც­ვლად, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან მი­მარ­თავს. 

კომენტარები