პრეზიდენტის წლიური მიმართვა

გიგი უგულავა: დღეს იყო ლუსტრაცია ამ ხელისუფლების

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით,"დღეს იყო ლუსტრაციის დღე და ბიძინა ივანიშვილმა ამ ხელისუფლების შიშველი სახე ანახა".

უგულავას თქმით, მიტინგმა აჩვენა, რომ ივანიშვილს პოლიტმატიმრების ციხიდან გამოშვება იმიტომ უნდოდა, რომ ზონდერჯგუფები შეექმნა. 

თბილისის მერს აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

"როდესაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს და ოპოზიციას ესაუბრება მიტინგების ენით, ის ცუდად ამთავრებს. ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, ივანიშვილის მიზანია ქვეყანაში ქაოსი დანერგოს.

"ჩვენი ამოცანაა, მართოს მან ქვეყანა, მართოს, მაგრამ ქაოსი არ დანერგოს. ქვეყანა დღეს არ არის ვიწროპარტიული. ჩვენი აზრი არის ძალიან მარტივი - ან ამ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, პარტიებს არსებობის უფლება ექნება ან ჩვენი ქვეყანა საშინელ მორევში ჩაეფლობა, რომლიდანაც მთელი საზოგადოების ძალისხმევით ძლივს ამოვიღეთ", - განაცხადა უგულავამ.

კომენტარები