პრეზიდენტის წლიური მიმართვა

გიგა ბოკერია: დღევანდელი ფაქტი იყო სირცხვილი ხელისუფლების

ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებამდე, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გაგაკეთა.
"დღევანდელი ფაქტი იყო სირცხვილი ხელისუფლების და, პირველ რიგში, პოლიციის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს დაუშვა და ძალადობით და სიძულვილით, შეხვედრაზე ჩვენი შესვლა შეუძლებელი გახადა", - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც მანამდე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გა­ნაც­ხა­და, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის სიტ­ყვით გა­მოს­ვლის­თვის უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა გი­გა ბო­კე­რიამ სწო­რედ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პი­რა­დად სთხო­ვა. 

კომენტარები