საქართველოს პრეზიდენტი

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილები შენობაში შესვლას ითხოვენ

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილი, ამნისტიით გათავისუფლებული ე.წ. პოლიტპატიმრები შენობაში შესვლას ცდილობენ. როგორც თავად აცხადებენ, მათ პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენა სურთ. 

შეკრებილები ითხოვენ, რომ ''გამონაკლისის სახით მომზადდეს დამატებითი სია, რათა 10-15 ყოფილი პოლიტპატიმარი მაინც შევიდეს დარბაზში''.

დაცვის პოლიციისა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკასთან ცოცხები მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაამაგრეს. 

შეგახსენებთ, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან შეკ­რე­ბი­ლი არი­ან ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლებუ­ლი ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, რომელთა ნაწილიც აც­ხა­დე­ბს, რომ შე­ნო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეშ­ვე­ბას არ აპი­რე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტში დღეს უნ­და წარ­მდგა­რი­ყო, რაც სა­პა­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ი­დო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ნაც­ვლად ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თოს.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის სიტ­ყვით გა­მოს­ვლა დღეს, 18:00 სა­ათ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

 

კომენტარები