ვიცეპრემიერი

ვიცეპრემიერის პოსტს გიორგი მარგველაშვილი დაიკავებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ვიცეპრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაზე ხელი მოწერილია. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს, თავად გიორგი მარგველაშვილმა დაუდასტურა. 

შეგახსენებთ, ვიცეპრემიერის თანამდებობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებდა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერმინისრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული თანამდებობიდან ალასანია გაათავისუფლა.

 

კომენტარები