საპარლამენტო უმცირესობა

გიორგი გაბაშვილი: დავით საგანელიძე პანიკაშია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

გაბაშვილის თქმით, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე პანიკაშია. მისივე თქმით, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ''კვერცხების სროლის, აქტივისტების მობილიზების, დაპირისპირების ფონზე გადაწყვიტა''.

"მე მინდა ბატონი ივანიშვილის იმ საპარლამენტო რაზმს, რომელიც დღეს გამოენთო ეთერში და მუქარისა და შანტაჟის ენაზე მოგვიწოდებდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ, ვუთხრა და ავუხსნა, რატომ არ იქნება მათი ცვლილებები მხარდაჭერილი. არ იქნება იმიტომ, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვერცხების სროლის, აქტივისტების მობილიზების და დაპირისპირების ფონზე", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

რაც შეეხება დავით საგანელიძის ''პანიკაში ყოფნის'' მიზეზს, გაბაშვილის თქმით, საგანელიძემ ''დავალება ვერ შეასრულა''.

"მან, პროკურატურასთან, ფინანსურ პოლიციასთან და სხვა მექანიზმებთან ერთად, ვერ შეუგროვა ივანიშვილს ის უმრავლესობა, რომელზედაც ივანიშვილი ასე თამამად საუბრობდა და ამბობდა, რომ 120 დეპუტატი უკვე ჯიბეში ჰყავს და დაახლოებით 3-4 კაცი იქნება, ვინც წინააღმდეგი იქნება ამ ცვლილების. მინდა ვუთხრა, რომ კენჭისყრები არის ზეგ და ისინი ნახავენ, რომ მათ თავის მიზნებს ვერ მიაღწიეს", - აღნიშნა  გაბაშვილმა.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, უმრავლესობასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები გამართოს, ოღონდ არა ისე, "როგორც ეს ბატონ საგანელიძეს წარმოუდგენია, როდესაც აპოკალიპტური სურათი დახატა შეთქმულების".

"მზად ვართ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც დააზღვევს ჩვენ საგარეოპოლიტიკურ კურსს, დააზღვევს დემოკრატიულ სისტემას და შექმნის უფრო დაბალანსებულ სისტემას", - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ბა­ტებ­ში იწ­ვე­ვენ. 

საპარლამენტო უმცირესობამ,  უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბული სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ, ორი პი­რო­ბა წამოაყენა. 

 

კომენტარები