საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტია პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა დატოვეს

ლეიბორისტული პარტია პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა დატოვეს, მათ შორის - სოსო შატბერაშვილმა, კახა ძაგანიამ და პაატა ჯიბლაძემ. 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღედე გრძელდება მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსების ნაციონალური მოძრაობის მეხამრიდად გამოყენება. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 

ლეიბორისტული პარტია პოლიტიკური კომიტეტის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებასა და მათ მიერ პარტიის რიგების დატოვებას უკვე გამოეხმაურა. 

"ჩვენ საზოგადოება თავის დროზე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ პრემიერი ივანიშვილი ყველა თავისი რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობს მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი ლეიბორისტული პარტიის დაშლას ან დისკრედიტაციას. სამწუხაროა, რომ როგორც ვვარაუდობდით, ამ ანკესს წამოეგო პარტიის რამდენიმე აქტივისტი. ნაწილი არჩევნებამდე, ხოლო პატარა ჯგუფი დღეს. ლეიბორისტული პარტია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მიზანზე ხელს აგვაღებინებს", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

 

კომენტარები