თბილისის მიკროავტობუსი

დღეს დილიდან სამარშრუტო ხაზებზე მუშაობა აღდგა

დღეს დილიდან ყველა სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აღდგა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს, კომპანია თბილისის მიკროავტობუსის ტექნიკურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განუცხადა, კომპანიასა და მძღოლებს შორის 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა.

''ინდმეწარმის გადასახადთან დაკავშირებით მძღოლებს გავნუმარტეთ, რომ ეს ჩვენს კომპეტენციას აღემატება. ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ იურისტების დახმარების კუთხით ან რაღაც განცხადების გაკეთებით. მეორე შეთანხმება არის ის, რომ მძღოლები, რომლებმაც წამოიწყეს ეს გაფიცვა, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას ხაზებზე. მანქანის ტექნიკური შემოწმებისთვის ადგილს ისინი თავისი სურვილისამებრ შეარჩევენ. ჩვენ მძღოლებს 7 დღის განმავლობაში მივეცით საშუალება, რომ არ გადაიხადონ გადასახადი და აღიდგინონ ის დანაკარგი, რაც ამ 7-დღიანი გაფიცვის პერიოდში ჰქონდათ. ამავე საკითხთან დაკავშირებით, მარტის თვემდე ჩატარდება ქრონომეტრაჟი იმ ხაზებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უსამართლო გადასახადის ოდენობა აქვთ დაწესებული. ყველა ხაზი არ ამბობს, რომ დღიური გეგმის ოდენობა, რაც აქვთ დაწესებული, უსამართლოა. ასევე, გადაიხედება მანქანის ცვეთის გადასახადი. ბოლო მუხლი ეხება იმას, რომ საინიციატივო ჯგუფს მივეცით უფლებამოსილება, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბონ ჩვენთან, მათთან ერთად მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ და გადაწყვეტის გზები დავსახოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას", - განაცხადა ასანიძემ. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკმა კომპანია თბილისის მიკროავტობუსს ყადაღა მოუხნა.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსების მძღოლები 7 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული.

კომენტარები