საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელებმა შემდგარ მოლაპარაკებას აბსურდის თეატრი უწოდეს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა სპორტის სამინისტროში, დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.  

მსოფლიო სპორტის ცნობით, პირველებმა სხდომის დარბაზი თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა, ზაზა თურმანიძემ, ნუგზარ სხირელმა და თამაზ ბენდიანიშვილმა დატოვეს. მათ შემდგარ მოლაპარაკებას აბსურდის თეატრი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული.

აბსოლუტურად განსხვავებული კომენტარი გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მართალია, სანაკრებო დონეზე განხორციელებული ცვლილებები ხელშეუხებელია, მაგრამ ყოფილ მთავარ მწვრთნელებს, ფედერაციის გეგმის ახალ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს, რომლითაც ჭიდაობაში საკლუბო სისტემა ამოქმედდება.

კომენტარები