ამნისტია

ამნისტიით გათავისუფლებულმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საქართველო უკვე დატოვეს

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ექვსმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კრიმინალური ავტორიტეტები, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებიდან 17 იანვარს გათავისუფლდნენ და 24 საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

"ესენი არიან: დ.რ. - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები თბილისში; დ.ე. - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები თბილისში; ძ.ვ - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ქუთაისში; ს.რ - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ფოთში; კ.მ - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ქუთაისში; კ.გ. - ე.წ. კანონიერი ქურდი, მცხოვრები ზუგდიდში".

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათთვის ამ ეტაპზე უცნობია, სულ რამდენი კანონიერი ქურდი გათავისუფლდება პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად.

უწყების ცნობით, ყველა ე.წ. კანონიერ ქურდს, რომელიც ამნისტიის შედეგად გათავისუფლდება, მიეცემა 24-საათიანი ვადა, რომ დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

კომენტარები