ამნისტია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი ამნისტიის კანონზე მათ რეკომენდაციებს არ დაელოდა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ტელეკომპანია მაესტროსთან ინტერვიუში მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებამდე დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.

 "ვწუხვარ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობაც, რომლებიც ციხეებში იყვნენ და ახლახან გაათავისუფლეს ამ კანონის წყალობით. რაც შეეხება კანონს სასამართლოების შესახებ, ესეც გადაუდებელი საკითხია, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო, ვიდრე კანონი ამნისტიის შესახებ. თქვენ ახლა კოაბიტაციური რეჟიმი გაქვთ და უნდა დაუმტკიცოთ მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა ქართველებს, რომ შეგიძლიათ კოაბიტაცია ახალ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, სანამ მისი ვადა ამოიწურება", - ამბობს ბუკიკიო.

 

კომენტარები