ამნისტია

პრეზიდენტი: ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას, მაგრამ მისი მიღებული არ არის

ამნისტიის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას საგანგებოდ აფრთხილებდა მოსალოდნელ რისკებზე და ახლა ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

"როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც, რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება და მისი მიღებული არ არის. ეს არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტია, რომელზეც ჩვენ ცალკე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. გიგა ბოკერია ამ თემაზე კვირაობით ელაპარაკებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილს, მე ველაპარაკე ამ თემაზე ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით, არ გაუშვათ სკრილნიკოვი და ძმანი მისნი, არ გაუშვათ გარეთ ჩახალიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი პოლიტპატიმრის გამოშვებას შეიძლება მიეხედოს, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ადვილად ვერ მოევლება: "დანარჩენები ბანდიტები, ოთანაძე და მისთანები" პრობლემაა, მაგრამ მოგვარებადი. "აგერ, გატეხილია აგარაკები და ჯიხურები და ეს არის დასტური, მაგრამ ეს მოვლადი პრობლემაა. ახლა რომ იძახიან ჩახალიანზე, რამე ხმას ამოიღებს და უკან შევკეტავთო, ვერაფერს ვერ შეკეტავთ. დიდი ხნის წინ იყო, როდესაც ჯავახეთში ვერც ერთი ქართველი პოლიციელი ვერ შედიოდა?! ეს იყო ვარდების რევოლუციამდე. მე დამჭირდა ორი წელი ვარდების რევოლუციიდან, რომ აქ დამემყარებინა წესრიგი".

 

კომენტარები