ამნისტია

თეა წულუკიანი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა.

"ჩახალიანს შეეხო ამნისტიის შესახებ კანონი და გათავისუფლდა, როგორც არაერთი სხვა პატიმარი. ის, რომ რომელიმე ადამიანი არ მოქმედებდეს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, ეს არის საუბრის აბსოლუტურად სხვა თემა. თუკი ჩახალიანი გამოვიდა თავისუფლებაზე, დაიბრუნა, ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება და ის მოიფიქრებს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს სხვა ტიპის დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ ის ამ ჭკუაზე არ არის. რაც შეეხება გათავისუფლებას, მას შეეხო ამნისტია და გამორიცხულია ამნისტირებული პატიმრის ციხეში დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება უკანონო პატიმარი. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც უკანონო პატიმრები ჰყავს იმ პრეზიდენტისგან გასხვავებით, რომელიც გუშინ აღშფოთებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა მედიასთან საუბარში თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები