ამნისტია

სოზარ სუბარი: ამნისტიით გათავისუფლებულთა რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტიის ფარგლებში ჯამში 5000-ზე მეტ ადამიანი დატოვებს ციხეებს. მისი თქმით, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი უკვე გათავისუფლებულია, დანარჩენები კი, არსებული ტემპების გათვალისწინებით, მომდევნო ათ დღეში დატოვებენ საპატიმროებს. ამ საკითხზე მინისტრმა ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის განხილვისას და ამოქმედებისას არსებული ინფორმაციით, სამი ათასი ადამიანი უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, სუბარის განცხადებით, ეს ”რიცხვი გაიზარდა”. მინისტრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა გათავისუფლებული დატოვებს ციხეებს, სასამართლოები იმათ საქმეებს განიხილავენ, ვისაც სასჯელის შემსუბუქება ეხება.

 

კომენტარები