მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: ეკა ბესელიას ეს ცოდვა ნამდვილად არ ჩაუდენია

გაზეთ Prime Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მეუღლის ზურაბ გუბელაძის პროკურატურაში დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.
"ზურა გუბელაძე თუ ეკას მეუღლე იყო, საერთოდ არ ვიცოდი, თუმცა მოგვიანებით თავად ეკამ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ერთი ოჯახი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის პროკურატურის გამოსარკვევი საკითხი. გუბელაძე საგამოძიებო ნაწილში ერთ-ერთი პროკურორია. ამ ნაწილში ჩვენ სულ 15-მდე პროკურორი გვყავს", - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გუბელაძის დანიშვნის ინიციატივა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელს მაია მწარიაშვილს ეკუთვნის და ამ გადაწყვეტილებას მხარი ლაშა ნაცვლიშვილმა, მოგვიანებით კი პირადად მან დაუჭირა. 
"თავად მაია ადრე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და იქიდან იცნობდა ზურას, როგორც სისხლის სამართლის მოსამართლეს, პატიოსან, გამოცდილ და პროფესიონალ პიროვნებას. თუ ეკას სხვა ცოდვები აქვს, შეუძლიათ მიაწერონ, მაგრამ ეს ცოდვა მას ნამდვილად არ ჩაუდენია", - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარები